20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 21:52:28, 740 ნახვა

საზოგადოება
შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო

ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საწარმო „ENPARD“-ს დაფინანსებით შეიქმნა და 150 000  ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ამ ეტაპზე  15 ადამიანია დასაქმებული. საწარმო რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

„ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი რძის პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს“, - აცხადებს კოოპერატივის თავმჯდომარე, მიხეილ ჭანკოტაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს სოფელ როდიანაულში გაიხსნა რძის ახალი საწარმო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სოფლისთვის, ასევე რაიონისთვის. ახალი საწარმო ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიოტიტეტი და სწორი პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

საწარმო ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა. ევროკავშირის მიერ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 102 მლნ ევროა გამოყოფილი. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics