14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 10:50:29, 1191 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გოგა ფიჩხაია დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული:

„სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში გოგა ფიჩხაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე პაატა ბერულავასთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც გოგა ფიჩხაიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით პაატა ბერულავას  დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბერულავა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გოგა ფიჩხაია 2016 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გოგა ფიჩხაია სრულად სცნო დამნაშავედ   წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics