14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:43:57, 1671 ნახვა

სამართალი
შსს-ს სპეცრაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  თბილისის ცენტრში სპეცრაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი პროცედურაა, ოფიციალურად დაგეგმილი ან დაანონსებული დემონსტრაციების დროს. 

„2 დღის წინ შსს-ში იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics