18:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 13:37:58, 1049 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი კლუბის“ აქცია „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებლისთვის - 10 წუთი სასაუბრო დრო საჩუქრად

„ლიბერთი კლუბი“ სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - მომხმარებლები, რომლებიც ხელფასს „ლიბერთი ბანკში“ იღებენ, საჩუქრად მიიღებენ სასაუბრო დროს 10 წუთის ოდენობით, „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში.

მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება ათი წუთით.
 
აქცია მოქმედებს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებლისთვის. აქციაში ავტომატურად მონაწილეობს მომხმარებელი, თუ იგი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებულ სახელფასო ბარათს და გადახდას განახორციელებს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული ნებისმიერი ბარათით (მაგალითად, სახელფასო ბარათით, საკრედიტო ბარათით, სმარტივი ბარათით, ა.შ.).
 
„ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გადახდის დროს, მომხმარებლები კვლავ მიიღებენ „ლიბერთი კლუბის“ ქულებს. დაგროვილი ქულების განაღდებას კი შეძლებენ ვებ გვერდიდან www.LBClub.ge, ან „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ბანკომატის გამოყენებით.
 
დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლებები Cheap.ge პარტნიორ ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით „ლიბერთი ბანკის“ POS ტერმინალზე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.LBClub.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics