2016-10-05 14:28:29, 990 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: უახლოეს პერიოდში გადაწყდება კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას დაიწყებენ
„უახლოეს პერიოდში გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ დაიწყებენ ევროპაში მოგზაურობას“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება, და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი გაადაადგილებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”,- განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან