|
2016-10-04 16:44:40, 817 ნახვა
რეგიონი
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 90 %-ით გაიზარდა
სექტემბერში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 90%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრების მომსახურებით თვის განმავლობაში 14 514 ვიზიტორმა ისარგებლა. მათივე ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 77 345 ტურისტი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102% მეტია. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრების მომსახურების გამოყენების კუთხით განსაკუთრებით რუსი, უკრაინელი, თურქი და პოლონელი ტურისტები აქტიურობდნენ. მათი უმრავლესობა აჭარის ტურისტული ღირსშსანიშნაობების, გასტრონომიისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით არსებული ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებოდა. ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობდა საინფორმაციო ცენტრებში განთავსებული აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტები და სუვენირები - მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა, ჯემები, მურაბები და ფელამუში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში აქვს. ცენტრებში ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების, პროდუქტების, მარშრუტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მათ შორის საბაგიროსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტურისტული ცენტრები ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში უწევდა მომსახურებას. ოქტომბრიდან კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას საბაგიროსთან არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გააგრძელებს, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი საინფორმაციო ცენტრია აჭარაში. ინფორმაციის მიღება მსურველებს ასევე შეუძლია ცხელ ხაზზე 577 90 90 91 (93). (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)