00:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 09:41:04, 653 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია დავით სეერგენკოსთან ერთად მარტვილში ექიმებს შეხვდნენ

„პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.  აუცილებელია ამ პროცესში ადგლობრივი მედპერსონალის ჩართულობა. საჭიროა რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამბულატორიების რესტავრაცია - კეთილმოწყობაა, რომელსაც თქვენი მომავალი დეპუტატის, ოთარ დანელიას შუამავლობით აუცილებლად განვახორციელებთ“- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი - აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სამედიცინო პერსონალს სამომავლო გეგმები გააცნო - საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად მარტვილის სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“ დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics