17:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 14:58:49, 796 ნახვა

საზოგადოება
ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა ფიცი დადეს

საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა ახალმა მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა საზეიმოდ ფიცი დადეს.

საზეიმო ღონისძიებას  საკონსტიტუციო სასამართლოში  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ესწრებიან. 

ცნობისთვის, იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე და ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის ვადით არიან არჩეულები. მოსამართლედ 2 კანდიდატი პრეზიდენტმა, ერთიც კი უზენაესმა სასამართლომ წარადგინა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ერთი ვაკანტური ადგილია, რომელსაც არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი შეარჩევს და წარადგენს. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics