21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 15:23:59, 593 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს სახელით პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მან  საქართველოს სახელით  პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას პატივი მიაგო.

ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელს მსოფლიოს ლიდერები ეწვივნენ, მათ შორის 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს და პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურებსა და ებრაელ ხალხს საქართველოს სახელით გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალება პირადად მიუსამძიმრა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საშუალება ჰქონდა,  გასაუბრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრს, ლატვიის პრეზიდენტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფ სხვა ლიდერებს",-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics