|
2016-09-30 10:19:33, 4749 ნახვა
კულტურა
თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება
18 და 20 ოქტომბერს, თბილისში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი კი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იქნება. მათივე ცნობით, თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ესწრებოდნენ. „დარწმუნებული ვარ, მუსიკის მოყვარულებს, ძალიან საინტერესო საღამოებს ვაჩუქებთ. ასეთი მასშტაბის უცხოური სიმფონიური ორკესტრს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ჩვენს ქვეყანაში არ დაუკრავს. სწორედ ამიტომ, პირველსავე შემოთავაზებაზე გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ თბილისს რეგიონში კულტურულ ცენტრად ვაქცევდით. 18 და 20 ოქტომბრის კონცერტები, ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. კონცერტები თბილისის მერიისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლის შემდეგ, თბილისში კონცერტებს გამართავს. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)