|
2016-09-29 18:46:10, 1605 ნახვა
კომენტარი
გურამ იმნაძე: ახალი პარლამენტის პირობებში, პრიორიტეტული და სასწრაფო საკითხი, ნარკოპოლიტიკაა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის გურამ იმნაძის შეფასებით, მარიხუანას მეორედ მოხმარების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის გაუქმების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან "ექსპრესნიუსს" განუმარტა, ამ გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთა მოხლოდ მარიხუანას შემთხვევაში გაუქმდა, ხოლო მთლიანად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზება არ მომხდარა. მისივე თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა დასახვეწია: "ეს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანას და ამ გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მარიხუანას შემთხვევაში გაუქმდა. მთლიანად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზება არ მოხმდარა. გაუქმდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე საკითხზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე უზენაეს სასამართლოს აქვს განსხვავებული პრაქტიკა. მან არა მხოლოდ მარიხუანაზე, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვისაც არ გამოიყენა თავისუფლების აღკევთა სასჯელის სახით. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის სასწრაფოდ შესაცვლელი და ახალი პარლამენტის პირობებში ასეთი პრიორიტეტული და სასწრაფო საკითხი, რაც უნდა გადაიჭრას, არის სწორედ ნარკოპოლიტიკა და ამ კუთხით ახალად შეკრებილმა პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დაასრულებს არსებულ ნარკოპოლიტიკას. დღევანდელი გადაწყვეტილება უფრო მეტად გამოძახილია საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილების. ვგულისხმობ ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა -შენახვისთვის არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა და დღევანდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არათუ შეძენა-შენახვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვისაც არ შეიძლება იყოს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შესული იყო ეს წარდგინება უზენაესი სასამართლოსგან. ანუ, უფრო მეტად და უფრო ფართო შინაარსის მსჯელობას და შესაბამის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ვერ გამოიტანდა, რადგან ამით გასცდებოდა იმ მოთხოვნებს, რაც დაყენებული იყო წარდგინებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური და სამართლიანი და ის ემყარება საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდე განვითარებულ ლოგიკას. ის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, სისტემური რეფორმები ამ კუთხით",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" გურამ იმნაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)