|
2016-09-26 15:56:01, 869 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მოსახლეობას შეხვდა
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა. ზურაბ პატარაძე ქობულეთის მოვაჭრეების პრობლემებს უშუალოდ მათგან გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე თითოეულ ადამიანთან შეხვედრისას მუდმივად ხაზს უსვამდა ერთიანი ძალისხმევით უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის აუცილებლობას: "რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ თქვენთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი",- აღნიშნა პატარაძემ. მან ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა შეხვედრები. ზურაბ პატარაძემ ოჩხამურისა და თიკერის მოსახლეობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა. ზურაბ პატარაძე მოსახლეობას ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ქართული ოცნების პირობებში განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და მათი ერთიანი ძალისხმევით დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ყველა უწყება, ყველა სამსახური, ისევე როგორც თითოეული თქვენგანი უნდა ვიყოთ მოწოდებულები მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენი სოფლის, ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისათვის", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)