09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:30:42, 556 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ჩალოკა ბეიანის შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გაერო-ს სპეციალურ  მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის მიზანს  დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებით განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

მინისტრმა   გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. 

მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის  ანგარიში მოიცავს.

დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა  მომხსენებელმა მინისტრსა და მის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის სამუშაოები, რაც რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი,  დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ კორპუსებს დაათვალიერებს და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნობა. 

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics