09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 11:56:18, 727 ნახვა

საზოგადოება
"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ხვდებიან

"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ხვდებიან.

შეხვედრაზე სტუდენტებმა რექტორს ჰკითხეს, თუ რატომ აღმოჩნდა უნივერსიტეტში პოლიცია, რაზეც შარვაშიძემ უპასუხა, რომ ვინაიდან ძალადობა ცალმხრივი არ ყოფილა, დაცვა იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა.

სტუდენტებმა ასევე განაცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომელი კობა შენგელია "აუდიტორია 115"-ის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდა. რექტორის თქმით, ძალადობის ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია.

ამასთან, თსუ-ის რექტორს სტუდენტებმა ჰკითხეს თუ რატომ შეიზღუდა უნივერსიტეტში მათი გადაადგილება. გიორგი შარვაშიძე სტუდენტების უკმაყოფილებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი სივრცეა და გადაადგილება ნებისმიერს შეუძლია.

უნივერსიტეტის დაცვის უფროსის განმარტებით, უნივერსიტეტში პოლიცია გამოიძახეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე შეიქმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics