14:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 17:18:19, 754 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებებისა და არსამთვარობოების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებს შეხვდა.

„ჩვენ შევხვდით საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, დეტალურად ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები. ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება კვლავ უფასო“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

გოგი მეშველიანმა კიდევ ერთი შეხვედრა ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გამართა.

როგორც მეშველიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ობიექტურად აფასებენ მოვლენებს და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა. შეხვედრას გამგებლობის კანდიდატიდავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics