01:13 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:01:50, 2556 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული

აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯერი დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, სამხედრო მიზნებზე 602 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. თანხის დიდი ნაწილი თავდაცვის სამაინისტროს, დანარჩენი კი ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების პროგრამების ხარჯებისთვის გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი თანხაა გათვალისწინებული.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, პენტაგონი იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლა თავდაცვის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად ექცია.

რუსეთის აგრესიის შეკავებაზე 2017 წლის ბიუჯეტში 3,4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებულია. თანხა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების განთავსებას მოხმარდება, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარებას.

როგორც თეთრი სახლის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონი ნატო-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწვეს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics