|
2016-09-20 10:51:14, 821 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, ფრანგული ინვესტიციის ფარგლებში, მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)