|
2016-09-19 16:39:49, 628 ნახვა
საზოგადოება
"ქართული ოცნების" წევრები „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგნელებმა პლატფორმის წევრებს გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უკავშირდება. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს. „დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან“. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ორმოცამდე ორგანიზაციას. ჩვენ საერთო საზრუნავზე გვქონდა პირველი სერიოზული განხილვა. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში უკვე არის ცალსახად დეკლარილებული, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უფრო ჰუმანურ, ადამიანის უფლებებზე და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. განცხადება ასევე გააკეთა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით,პლატფორმის მხრიდან გამოითქვა იდეა, რომ გაფორმდეს მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან. „მემორანდუმში ასახული იქნება ის ძირითადი პრინციპები, რა პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ტექსტი ჯერ არ გვინახავს, თუმცა გავეცნობით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომ, უკვე მომავალი პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს ამ საკითხზე“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება ასევე გააკეთა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ. „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისევე როგორც შეხვდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს. გაიმართა საუბარი ნარკოპოლიტიკის სფეროში შესაძლო ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი თანამშრომლობა, რაც C ჰეპატიტის სფეროში წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით განხორციელდება ნარკოპოლიტიკის სფეროში, რითაც ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცემათ”, - აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)