19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 18:49:11, 1021 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს მართავს

რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 80-მდე მოსამართლე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს.  

საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები - ეს ის თემებია, რომლებსაც სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, მოსამართლეებთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ. საარჩევნო დავების განხილვის ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების საერთაშორისო სტანდარტებს კი შეხვედრის მონაწილეებს ვენეციის კომისიის ექსპერტი სერჰი კალჩენკო აცნობს.

ორდღიან შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ახორციელებს. შეხვედრას, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ იმართება, ორგანიზება ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა გაუწია. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics