18:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 17:29:13, 721 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

10-წლიანი შესვენების შემდეგ, წყალტუბოში პროგრამა "ახალგაზრდული პარლამენტი" განახლდა.

ახალგაზრდულ პარლამენტი წყალტუბოს ყველა თემიდან ახალგაზრდებით, წარჩინებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. პირველი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილ წევრებთან გაიმართა. მათ შორის იყო "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანიც.

"ჩემს დროს ახალგაზრდული პარლამენტი იყო ძალიან აქტიური. სკოლის დატვირთულ რეჟიმთან ერთად, ბევრ საინტერესო პროგრამას ვახორციელებდით. პარლამენტში ყოფნის პერიოდმა მომცა ის უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარლამენტი იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენი იყო წლების წინ“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

პროგრამის "ახალგაზრდული პარლამენტი" მიზანია ახალგაზრდებისთვის დემოკრტიული ფასეულობების ჩამოყალიბება, ლიდერის თვისებების გამომუშავება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გამართავენ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს წყალტუბოს მასშტაბით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics