18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 15:30:52, 618 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილმა მეწარემეებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი ამჯერად ყვარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ახალსოფელში არსებული ხის საამქროს, შპს „ალკამარის“, თხილის გადამამუშავებელი საწარმოს , სოფელ თივის მიმდებარედ არსებული ღვინის ქარხნისა და შპს „ქინძმარაული მარანის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 გურამ მაჭარაშვილმა მეწარმეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მთავარ პრიორიტეტს სწორედ ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. „ხელისუფლება ცდილობს ახალი ბაზრების ათვისებას. თქვენ იცით, ჩინეთის მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია, საქართველოში წარმოებული პროდუქციის დამატებითი გადასახადების გარეშე ჩინურ ბაზარზე გატანა. მიმდინარეობს ევროპის ბაზრების ათვისების პროცესი“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მომდევნო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბიზნესის ხელშეწყობასა და ეკონომიკის განვითარებასთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics