18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:05:15, 586 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძემ მუხიანის მცხოვრებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ მაჟორტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე მუხიანი 2-ის მცხვორებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუხიანი-გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკუთარი და გუნდის გეგმები გააცნო.

„ჩვენ რეალურად ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. დღეს გამოცხადდა „ფრაზერის ინსტიტუტის" მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. შედარებისათვის, 2012 წელს ჩვენი 53-ე ადგილზე ვიყავით“,-აღნიშნა კობერიძემ.

მისივე თქმით, ეს წარმატება არის „ქართული ოცნების“ გუნდის და თითოეული მოქალაქის უდიდესი მიღწევა.

„ეს არის ქვეყნის სიძლიერე, რომელსაც ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწრაფი განვითარებისკენ, რომლის დახმარებითაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics