02:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:34:24, 712 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის საბაგიროს უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, რამდენიმე ხე-მცენარე გაისხვლება

უახლოეს პერიოდში  თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება. რამდენიმე დღეა საბაგირო სატესტო რეჟიმში ამუშავდა. 

მერიის ინფორმაციით, ტესტირებისას, საბაგირო გზაზე გონდოლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია ხე-მცენარეებმა. შესაბამისად,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ ტოტების შეჭრას, რომელიც ხელს უშლის გონდოლის გამართულ მოძრაობას. 
მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გამწვანების სამსახურის უფროსთან ნინო სულხანიშვილთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„რამდენიმე დღეში ამოქმედდება საბაგირო, რომელიც ჭავაჭავაძის გამზირს კუს ტბასთან აკავშირებს. ახლა მიმდინარეობს ტესტირების რეჟიმი. ზედამხედველობის სამსახური აკვირდება პროცესს, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას და ეს პროცედურები განხორციელდება უახლოეს დღეებში და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ამ საბაგიროს საშუალებით გადაადგილდნენ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კუს ტბის საგაბიროს რეკონსტრუქციას ახორციელებს შპს "ბაგირმშენი". აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics