11:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:11:46, 689 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: შს მინისტრი პროვოკაციების თაობაზე არა ვარაუდებით, არამედ ფაქტებით უნდა საუბრობდეს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პროვოკაციების თაობაზე არა ვარაუდებით, არამედ ფაქტებით უნდა საუბრობდეს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები პროვოკაციების მოწყობას აპირებენ.

„შს მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე და არ მიკვირს, თუ ის გარკვეულ პრევენციას აკეთებეს. თუმცა, მგონია, რომ გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები მინისტრისგან პროვოკაციების თაობაზე, არამედ ფაქტები, გახსნილი საქმე, შეკავებული პროცესი და ასე შემდეგ. გიორგი პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთხოვო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ნაწილს. „რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს არ ებრძვის, სახელმწიფოს არ ებრძვის, ქვეყანაში წესრიგი აუცილებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ხუმრობით დასძინა: „მე და ვახტანგ ხმალაძემ უნდა დავგეგმოთ პროვოკაციები და დავამხოთ ეს ქვეყანა“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics