10:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 14:28:16, 677 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი: ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია წყალტუბოში

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა გენდერულ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების ჩართულობის თემაზე შეხვედრა გამართა.

ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე ქალბატონს შეხვდა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ქალთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

„ორასამდე ქალბატონი ესწრებოდა შეხვედრას, რაც ძალიან მახარებს, თუმცა წყალტუბოში გაცილებით მეტია იმ ქალების რადეონობა, რომლებსაც შეუძლიათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომიდინარე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მათი ინიციატივების მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ქალების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალშიც აუცილებლად გადადგამენ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში განაგრძობს თემატურ შეხვედრებს. 20 სექტემბრამდე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შეხვდება. 20 სექტემბრის შემდეგ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics