10:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 14:23:02, 713 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევეჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics