07:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 17:46:38, 748 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია

 “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქში, ანასეულის დასახლებაში გამართა.

“ჩემო ანასეულელებო, მე არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი, არცერთი ყალბის სიტყვის თქმას თქვენთვის. წლების მანძილზე მთავრობაში ყოფნამ თითოეული სიტყვის აწონ-დაწონას მიმაჩვია, მაგრამ რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია“ - განაცხადა ანასეულელებთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ანასეულელებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ანასეულის მომავალ განვითარებაზე - განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემაზე და პარკების მოვლა-პატრონობაზე გაამახვილა.

“ანასეული სამაგალითო იყო სამეცნიერო პოტენციალით, ინოვაციებითა და სამეწარმეო ტექნოლოგიებით. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ანასეული არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, არამხოლოდ გზის და სახურავების შესაკეთებლად არამედ მეგა-პროექტებისთვის არის უკვე მზად“,-დასძინა თალაკვაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics