21:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 19:49:17, 906 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე: ენერგეტიკის მიმართულებით არც ერთი ინვესტორი არ გასულა

"ენერგეტიკის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, არც ერთი ინვესტორი ქვეყნიდან  არ გასულა“,-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი  კალაძემ „რუსთავი 2“-ის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისში რამდენიმე ბრენდული კომპანიის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვებას ეხებოდა.

მინისტრის მტკიცებით, ყველა მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებაც  დაწყებული იყო, გრძელდება.

„ნაციონალურ მოძრაობას" არ აინტერესებს  რეალობაში რა ხდება, მათთვის რეალური იყო მხოლოდ ის ვირტუალური საქართველო, რომელიც მათი ტელევიზიების საშუალებით, მათი ბინძური პროპაგანდის საშუალებით იყო შექმნილი 9 წლის განმავლობაში. არ მინდოდა საუბარი 9 წელზე, მაგრამ მიხდება მაინც საუბარი. ამიტომ რაც შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით არის ის, რომ  რეგიონში არის რთული მდგომარეობა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციები, დაარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს ამ კუთხით ძალიან სწორი მიდგომა. ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა, იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიციები განხორციელდეს. ენერგეტიკის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, არც ერთი ინვესტორი არ გასულა. ყველა მსხვილი პროექტი, რაც დაწყებული იყო გრძელდება. იწყება ახალი პროექტები, და სხვა ბევრი საინტერესო პროექტები“,-განაცხადა  კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics