20:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:12:58, 795 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაპტი - ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

 „2012 წლის არჩევნები, როდესაც მთავრობა შეიცვალა მნიშვნელოვანი იყო, ახლა ამ არჩევნებით უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ამომრჩევლები ცოტათი თითქოს აღარ არიან ისეთი აქტიურები და მობილიზებული, რადგან დიდი რევოლუცია არ ხდება ამ არჩევნების გარემოში. ახალი სტილი უნდა ვაჩვენოთ ამომრჩევლებს, ყველანი უნდა გავიზარდოთ, ადამიანებმა არ უნდა მიიღონ ემოციური გადაწყვეტილებები. ვცდილობთ, ამომრჩევლები, ვისაც არ მიუღია გადაწყვეტილება, ჩავრთოთ და ხმა მივაცემინოთ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics