19:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 16:19:50, 925 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“  ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომის  5-ე და 25-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

 გედევან ფოფხაძემ მათ  განვლილი ოთხი  წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ უპირველესი მონაპოვარია სიტყვისა და ნების გამოხატვის თავისუფლება, ამნისტია, რის საფუძველზეც უამრავი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

„დღეს საზოგადოებაში აღარ არსებობს შიში და უსამართლობის განცდა, ადამიანებს შეუძლიათ ცივილიზებულად გამოთქვან განსხვავებული აზრი“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა ბორჯომის პოტენციალზე.

„ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხდა ბუნებრივი რესურსის გადასახადის ზრდა, რითაც ბორჯომის ბიუჯეტი თითქმის ხუთი მილიონით გაიზარდა.  ხუთი მილიონი არის ის თანხა, რითაც ბორჯომში ბევრი სოციალური პროექტი განხორციელდა და კვლავაც განხორციელდება, ვითარდება ტურიზმი, ახალი სასტუმროები ბორჯომს თავისი განვითარების კალაპოტში აბრუნებს. დღეს ,ქართული ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, რისი უპირობო გარანტიც  ქვეყნის მეთაური გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ბორჯომთან მიმართებაში საკმაოდ რეალური, პერსპექტიული გეგმები გააჩნია“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ შეხვედრები გამართა ადიგენის რაიონის სოფლების- აბასთუმნის, ქიქინეთის, წახნის , საღრძის , ხარჯამისა და ვარხნის მოსახლეობასთან.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე,  C  ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics