16:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:03:31, 590 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარაული ვარდისუბნისა და გულგულას სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად იგი ვარდისუბნისა და გულგულას სოფლების მოსახლეობას შეხვდა. საუბარი აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს შეეხო. ადგილობრივთა განცხადებით, ძირითადი საკითხები ინფრასტქრუქტურული ხასიათისაა და წყალს, შიდასაუბნო გზებსა და გარეგანათებას უკავშირდება.

 დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის მუდმივი მზაობა დააფიქსირა და ვრცლად მიმოიხილა ამ სოფლებში უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სასმელი წყლის ქსელების მოსაწესრიგებლად.

 „მსგავსი პროექტები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განხორციელდება. მე კარგად მესმის ის საჭიროებები, რაც თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადგილზე არსებული პრობლემური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, რადგან სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა და ზოგადად, ძლიერი სოფელი ჩვენი ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია”,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics