14:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:42:10, 700 ნახვა

სამხედრო
საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით შესაძლოა ისევ მიმართოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პატრიარქი მათი ოჯახის წევრებს დალოცავს, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები და ნათესავები დაესწრებიან. ამ ცერემონიალით თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 16 აგვისტოს წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. 

ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინს ჩაუშვებენ.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო წესით ზღვაში პატივის მიგების ცერემონიალს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარალელურად, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია. ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics