13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 19:12:03, 748 ნახვა

პოლიტიკა
“რესპუბლიკური პარტიის“ რუსთავის ორგანიზაცია 35-მა წევრმა დატოვა

"რესპუბლიკური პარტიის“ რუსთავის ორგანიზაციის რიგები 35 წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის, ახლა უკვე ყოფილმა წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. 

როგორც პარტიის რუსთავის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა ოთარ ჩხაიძემ განაცხადა, პარტიის რიგები 35 წევრმა დატოვა, მათგან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო. 

პარტიიდან გასული წევრები ემიჯნებიან ,,რესპუბლიკელებს" და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს ,,ქართული ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ. 

,,რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემიჯნოთ და დავტოვოთ პარტია. ჩვენი ხედვები და ამოცანები სრულ თანხვედრაშია პარტია ,,ქართულ ოცნებასთან", რის გამოც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ,,ქართულ ოცნებას" და მის მიერ წარდგენილ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა პარტიის კომიტეტის 5 წევრიდან სამმა და 68 წევრიდან 35-მა", - განაცხადა ოთარ ჩხაიძემ. 

,,რესპუბლიკური პარტიის" ახლა უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა „რესპუბლიკელებმა“ კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics