13:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:50:29, 777 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული სააქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურმა აცნობა, სოფელ მათხოჯში ე.წ. ნიქაბაძეების უბანში შეკრებილმა ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც დაუსვეს.

მოსახლეობა დაინტერესდა თუ რას ფიქრობდა კანდიდატი საპენსიო ასაკის კლებასთან დაკავშირებით, რაზეც არგუმენტირებული პასუხი მიიღეს.

„ის ქვეყანა ვერ განვითარდება, სადაც აქცენტი საპენსიო ასაკის დაწევაზე გაკეთდება, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში მუშახელის შემცირებაზე არამედ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმოთ ადამიანები. საპენსიო ასაკის დაწევა მკვეთრად გაართულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვერ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ სახელმწიფო ააშენებს ქარხნებს და დაასაქმებს მოსახლეობას. ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარი გამოყო იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა შექმნას მცირე საწარმო და დაასაქმოს თანასოფლელები. სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას.“ – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics