14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 19:03:50, 1376 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ  ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  თარით ჩაგუნგვატას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. იმის გათვალისწინებით, რომ ტაილანდი არ არის საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, მხარეებმა დასახეს მიმართულებები, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საშუალებას იძლევა. გენადი არველაძემ ტაილანდის ელჩს ჩვენი ქვეყანის  მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმების და  ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ ამომწურავი  ინფორმაცია მიაწოდა. 

თავის მხრივ ელჩმა აღნიშნა რომ,  ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რაც  საქართველოს  ისტორიულ-გეოგრაფიული მიმზიდველობისა  და საინტერესო ტურისტული მარშრუტების დამსახურებაა.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამომხმარებლო ბაზარზე შეტანისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კუთხით ხაზი გაესვა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ტაილანდში ექსპორტის პერსპექტივებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics