14:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:38:01, 713 ნახვა

საზოგადოება
ხმაურის გამო საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ შეწყდა

საკრებულოში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მოსმენა მიმდინარეობდა, სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.

სწორედ ეს გახდა კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი, საკუთარი მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ ირაკლი კუპრაძე დაცვის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მას ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება.

კუპრაძემ დაცვის სამსახურის თანამშრომლები ძალადობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც ნარმანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics