09:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:43:30, 630 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: არ არის მიღებული პასუხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არსებობდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის მიღებული პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არსებობდა.

ბესელიას თქმით, პლენუმის ჩაშლის შემდეგ ამ დრომდე არ არის პასუხი ვისი მიზეზით, ვისი უშუალო მონაწილეობით ჩაიშალა სხდომა.  

“არ მიგვიღია პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი მოსამართლის მიერ იყო მითითებული საჯაროდ გაცხადებულ წერილში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევები, რომლებიც ეხებოდა სარჩელების შეცვლის საკითხს. სწორედ ამაზე უნდა ემსჯელა პლენუმს, რომელიც გადაიდო და გადაიდო გაურკვეველი ვადით.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ, რომ დასვათ კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან - რა ხდება შეცვლილსარჩელებთან დაკავშირებით? რატომ არ არის ამ დრომდე პასუხი გაცემული კითხვებზე, იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც პარლამენტმა წარადგინა და ეხებოდა ამ საფუძვლებით კონკრეტული მოსამართლეების აცილებას იმისთვის, რომ გაჩნდა ეჭვი მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. დასვით ეს კითხვები, რომ ჩვენც და საზოგადოებამაც გაიგოს, რა პოზიცია აქვს სასამართლოს, რატომ აჭიანურებს დღეს თავად ამ საკითხების გადაწყვეტას მაშინ, როდესაც უკვე მოვისმინეთ, რომ მომზადებულია ორი დასკვნის პროექტი და არ ვიცით, რატომ არ იღებს პლენუმი ამ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გაირკვევა ამ ძალიან მძიმე დარღვევებზე პასუხები და გაირკვევა, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში, რა იყო სარჩელების შეცვლის მოტივი და მიზანი, ამის შემდეგ, ბუნებრივია, გასაგები გახდება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე შეიძლება ვისაუბროთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, არსებობს საფუძველი იმის, რომ გარკვეულ პირთა ინტერესებში შედიოდა სარჩელების შეცვლა.

“სხვა შემთხვევაში ერთი და იგივე ნომრით ვერ დარეგისტირდებოდა სხვადასხვა შინაარსის სარჩელი, მაგრამ ვარაუდებს ვერ დავეყრდნობით, საჭიროა სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლომ მომზადდეს დასკვნა. დასკვნა უნდა მიიღოს პლენუმმა”, - განაცხადა ბესელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics