07:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 10:49:39, 670 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ოზურგეთს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ჰყავს

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას, ასევე, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ახალი საპარლამენტო შემადგენლობის კანდიდატები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.
 
"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ზურგქარია ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის", - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია არჩილ თალაკვაძემ.
 
შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, თვითმმართველობის რეფორმას, სოციალური დაცვის საკითხებს, ასევე, გარემოს დაცვისა საკითხებსა და მიწის მესაკუთრეების უფლებებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტი თვითმმართველი ერთეულებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის და გამოყენების პროცესში ბარიერების მოხსნაზე გამახვილდა. დისკუსია გაიმართა განათლების სისტემის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე. 
 
"ახლოს არის ის დრო, როცა კერძო სექტორი განათლების სისტემას პირდაპირ შეუკვეთს ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებს" - განაცხადა კახა კუჭავამ.
 
" სახელმწიფო დახმარებასთან ერთად ბენეფიციარებს დასაქმებასაც შესთავაზებს. მხოლოდ ასე შეიძლება სიღარიბის მანკიერი წრე გავჭრათ"  - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
 
შეხვედრაში, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ",  "ფენიქსი 2009-მ",  "გურიის  აგრობიზნესცენტრმა", "გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა" და "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა მიიღეს". 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics