23:54 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 22:20:34, 1731 ნახვა

მსოფლიო
რიოს პარაოლიმპიადაზე, მხარდაჭერის მიზნით, ბელარუსი სპორტსმენები რუსეთის დროშასაც გაიტანენ

რიოს პარაოლიმპიადაზე, მხარდაჭერის მიზნით, ბელარუსი სპორტსმენები რუსეთის დროშასაც გაიტანენ, - ამის შესახებ ბელარუსის პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შეპელიმ Sputnik Беларусь-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამით მან ძალაში დატოვა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსი სპორტსმენები პარაოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მისივე განცხადებით, რუსი პარაოლიმპიელების თამაშებზე არ დაშვება პოლიტიკური ხრიკია, რომლის მიზანიც რუსეთის გატეხვაა.

"თუმცა მათ არ ესმით, რომ რაც უფრო ცუდად გრძნობს რუსეთი თავს, მით უფრო შეკრულია მისი ხალხი" - აცხადებს ბელარუსის პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics