03:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 12:06:45, 722 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე პარტიის დატოვებაზე: არ ვიცი რა ხდება, მედიიდან გავიგე, რომ ახალი კოალიცია შეიქმნა

"საარჩევნო ბლოკი - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი სანდრო ბრეგაძე, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მისი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით უარყოფს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ის ახალი კოალიციის შექმნის შესახებ მედია საშუალებებიდან შეიტყო. 

"პრესიდან გავიგე, რომ შეიქმნა ახალი კოალიცია. საერთოდ არვიცი რა ხდება.ჩამოვალ და ყველაფერში გავერკვევი, რის შემდეგადაც განცხადებას გავაკეთებ", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო ბლოკში  შედიან  პარტიები "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის", ლევან მამალაძის "სახალხო ხელისუფლება", რომელსაც ზურაბ კობიაშვილი წარმოადგენ,  ზვიად ჩიტიშვილის პარტია "ჩემი სამშობლო" და ხათუნა მაჭავარიანის "ქალთა პარტია".  

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრეგაძემ თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო, „საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics