07:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 21:15:57, 736 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია ორი სამხედროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში, თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად ჩაერთვება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ გონიოში დაბრუნდება და თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა- გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მინისტრი ადგილზე მობილიზებულ პირად შემადგენლობასთან მორიგ ოპერატიულ თათბირს ჩაატარებს და სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დამატებით დეტალებს გაეცნობა.

თავდაცვის მინისტრი ადგილზე დახვდება თურქულ ხომალდს და ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმას მოისმენს, რის შემდეგაც მათთან ერთად გავა ზღვაში და სამძებრო ღონისძიებაში უკვე პირადად ჩაერთვება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9 კაციანი ეკიპაჟით. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics