05:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 11:25:44, 848 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშასა და მარტვილში ოთარ დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშის მუნიციპალიტეტის - პირველი მაისი, გაუწყინარი და გენზათის, მოსახლეობას შეხვდა. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის   სალხინოსა და თამაკონის  სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.  

დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა და  მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო:

„ჩვენს რეგიონს, აბაშასა და მარტვილს აქვს პოტენციალი იყოს წელში გამართული. ჩემი მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა. ეს პოტენციალი არსებობს აგრარული, ტურისტული, წარმოების ზრდის მიმართულებებით და მე, როგორ ამ კუთხის შვილი, აქაურობის გულშემატკივარი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ რეგიონის აღორძინების საქმისთვის",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების პოტენციალსა და აგრარული დარგის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა.  

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშასა და მარტვილში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს",-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics