03:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 16:02:59, 1047 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: არაკეთილსინდისიერი აფთიაქები გამოიკვეთა, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს  განცხადებით, არაკეთილსინდისერი აფთიაქები გამოიკევთა, რომლებიც მატერიალური  მოგების მიზნით შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ.

როგორც სერგეენკომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რვა ფარმაცევტს მუშაობის უფლება შეუჩერდა.

„სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ინტრავენტური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებებით ინტრავენტური ფორმა „ვინტი“, კრაკადილი“, მართლაც ავადსახსენებელი შემზარავი მოვლენა 95%-თ არის შემცირებული. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება, ტაბლეტირებულ ფორმებს ბოლო ნახევრი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომელებიც შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატერეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა რამდენიმე ათეული აფთიაქი აჩვენა, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარმაცევტს უკვე შეუჩდრდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“,-განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics