17:31 - 15 Jun, 2026
|
2016-08-11 13:59:52, 1401 ნახვა
სამართალი
ასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს გამოაცხადა. აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის 100 ათასი ლარი, ხოლო თენგიზ ასანიძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა. ამასთან, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. აბაშიძის ცოლის ძმას, უშიშროების ყოფილ მინისტრს სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. ცნობისთვის, აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)