20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 15:42:16, 992 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი" რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქორწინებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებაზე პრეზიდენტის უარს უარყოფითად აფასებს.

პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს  კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწრი უნდა  არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ოჯახი ქალისა და  მამაკაცის  ერთობლიობაა:

"რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარს უარყოფითად ვაფასებ. ვთვლი, რომ საქართველოს  კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწრი უნდა  არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და მანდილოსნის ერთობლიობა. ყველა ქვეყანას,  მათ შორის, საქართველოს აქვს თავისი კულტურა, თავისი მენტალობა, ზნე-ჩვეულებანი  და ყველა ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობისა და  ზნე-ჩვეულებების მიმართულებით.ქართული  ზნეობა ასეთია  და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს დაფიქსირდება კონსტიტუციაში. თავად ვიყავით ამ ინიციატივის არაერთგზის ლობისტები,  რეფერენდუმის გამოცხადების გარეშეც უამრავჯერ  ხელმოწერები შეგვიგროვებია ამ მოთხოვნით და მიგვაჩნია, რომ ეს არის კარგი საქმე. თუ ჩვენ აღმოვჩნდებით პარლამენტში, აუცილებლად ამ საქმეს წავწევთ წინ",-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics