02:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 18:18:41, 931 ნახვა

საზოგადოება
“გოთუას 12-ში მშენებლობა შეჩერებულია”, - ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა

„გოთუას 12-ში მშენებლობა არ გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება გეოლოგების კვალიფიციური დასკვნა მორღვეული კედლის გამაგრებისა და მშენებლობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე,“  - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  გოთუას 12-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა ადგილობრივების თხოვნით შედგა და მათ გამგებელს მიმართეს თხოვნით უზრუნველყოს ისეთი ღონისძიებების გატარება, რითაც დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და მშენებლობას არ მოყვება არასასურველი შედეგები.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჩატარდეს გეოლოგიური კვლევა. ამასთან, ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ მშენებლების მიერ წარმოდგენილი კვლევის დასკვნას და მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ მშენებლობა დასაშვებია და ის საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

გოთუას N12-ში მიმდინარე მშენებლობისას კლდე გუშინ ჩამოიშალა.

 შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კლდე შლას განაგრძობს და აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics