19:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 15:14:24, 920 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შეხვედრა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფთან ჩაიშალა

საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დღეს  დაგეგმილი  შეხვედრა ჩაიშალა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა  დოლიძის განცხადებით, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა  კონფრონტაციის  ენა  აირჩია და  ამ კონსულტაციაზე უარი განაცხადა:

„ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics