21:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 16:35:50, 1454 ნახვა

საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, მოქალაქეებს რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.

ამასთან, თურქი მესაზღვრეები მათი ბარგის ჩხრეკას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ახორციელებენ.

„საშინელი ვითარებაა. საათობით გვიწევს აქ ლოდინი. თურქი მესაზღვრეები ჩვენს ჩანთებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  ჩხრეკენ“,-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.  

მოქალაქეები აღნიშნულს თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს უკავშირებენ.

„ექსპრესნიუსს“  შემოსავლების სამსხურში განუცხადეს, რომ საზღვარზე საქართველოს მხრიდან არავითარი შეფერხება არ არის.

„ჩვენი მხრიდან საერთოდ არაფერი არ ხდება. საერთოდ არანაირი რიგი არ არის. რიგი არის თურქეთის მხარეს. როგორც მგზავრების ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების და ტრაილერების რამდენიმე დღიანი რიგი ელოდებათ იმიტომ რომ ძალიან შეფერხებული იქიდან როგორც შემოსვლა, ისე გასვლა. არ ვიცი რას უკავშირდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics