13:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 12:30:39, 1200 ნახვა

სამართალი
აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

თბილისში აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა, სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით დაკავება გუშინ მოხდა.

ცნობისთვის, ახალგაზრდამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო.

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაკავების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics