13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:55:41, 740 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წერეთლის გამზირზე, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულის შევიწროვების ხარჯზე, გზის გაფართოების მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით, კუნძული  4 მეტრით შემცირდება და პროექტის მიხედვით,   ოვალის ფორმას მიიღებს. ქვაფენილის ნაცვლად, რომლიც დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს განახორციელებს.

ამ ეტაპზე ბორდიურების მოხსნისათვის და გამწვანების სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია დიდუბის მეტროსთან, წერეთლის გამზირზე ავტომობილების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „აღმაშენებელი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics